„აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა“


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ირმა  თოდაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი / ძველი თბილისი
სკოლა
სსიპ  300 არაგველის სახელობის ქ. თბილისის Ν75 საჯარო სკოლა
პროექტისმონახაზი
პროექტისდასახელება
„აკაკი  წერეთლის  ცხოვრება  და  მოღვაწეობა“
პროექტის აქტუალურობა
ბოლო  პერიოდში  დაწყებით  და  საბაზო  საფეხურის მოსწავლეებში შეიმჩნევა კლასიკოსი მწერლების ერთმანეთში აღრევა და დაბალი ცნობიერება მათი შემოქმედების მიმართ, რაც შემდეგ, საშუალო საფეხურზე, მოსწავლეებს დიდ დროს აკარგვინებს ამ მწერლების შემოქმედების სრულფასოვანი გააზრება და შესწავლა.
   ვფიქრობ, სასწავლო პროექტი სწორედ ის მეთოდია, რომელიც დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს ხალისითა და დიდი ინტერესით საუძვლიანად შეასწავლის მწერლის ცხოვრებას, მოღვაწეობასა თუ შემოქმედებას. მოსწავლეები თავად ხდებიან მკვლევარები, თავად იძიებენ სხვადასხვა დეტალებს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რითიც ხდებიან მათთვის საინტერესო ინფორმაციის აღმომჩენები. ცოდნის მიღება სხვადასხვა საინტერესო აქტივობით მოსწავლეებისთვის აღარაა დამღლელი და მოსაწყენი, სწავლა ინტერესითა და ხალისით ზრდის სასწავლო აკადემიურ ხარისხს, ასევე სამომავლოდ მოსწავლეებს უადვილებს კლასიკოსი მწერლის სიღრმისეულ შესწავლას.
პროექტის შინაარსი
მოსწავლეებიცდილობენპრაქტიკულსასწავლოაქტივობაში მონაწილეობის გზით გაეცნონ აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. უფრო მეტი გაიგონ აკაკის ოჯახის წევრებსა და წინაპრების ისტორიის შესახებ. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მწერლის ბავშვობა, სწავლის წლები, საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ოჯახური მდგომარეობა. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში, თითოეულ ჯგუფს განაწილებული ექნება კონკრეტული საქმე და ეტაპობრივად, მასწავლებლის დახმარებით, შეასრულებენ დავალებებს. მოსწავლეები, ასევე მასწავლებლის დახმარებით, შექმნიან საინფორმაციო ბროშურას, კედლის გაზეთებს, წაიკითხავენ მწერლის მათთვის უცნობ მოთხრობებსა და ლექსებს, შეიტყობენ ბევრ უცნობ ეპიზოდს მწერლის ცხოვრებიდან, შეძლებენ მათივე ნაშრომის პრეზენტაციას და საბოლოოდ საკუთარი ნაშრომის ნიმუშებს ათავსებენ სკოლის სოციალურ ქსელში.
საგანი/საგნები
ქართული  ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
პირველი  საფეხური, მე-5 კლასი
პროექტის განხორციელების დრო
ორი თვე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ. V. 1. მოსწავლესაქვსასაკისშესაფერისისირთულისტექსტებისმოსმენისადაინტერპრეტაციისსაწყისიუნარი. 
ქართ. V. 2. მოსწავლესშეუძლიაჯგუფურიდაინდივიდუალურისაკომუნიკაციოამოცანებისგანხორციელება.
ქართ. V. 3. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების  აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ. V. 6.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.
ქართ. V.7.  მოსწავლესშეუძლიამისთვისსაინტერესოთემატიკისშემცველისხვადასხვასახისარამხატვრულიტექსტების  (საყმაწვილოჟურნალების,დარგობრივ-შემეცნებითისტატიების, სხვადასხვაშინაარსისცნობარების, ინტერვიუებისადასხვ.) წაკითხვადაგააზრება.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას დაეუფლებიან სხვადასხვა სირთულის ტექსტების ინტერპრეტაციის საწყის უნარს, შეძლებენ ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისას მოამზადონ ზეპირ გამოსვლა: დამოუკიდებლად დაამუშავებენ თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობენ და შეუთანხმებენ ჯგუფის წევრებს; ასევე მიზნის შებამისად ირჩევენ სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) სტილს;მართებულადშეარჩევენბრუნვისფორმებსკონტექსტურიმნიშვნელობებისგამოსახატავად; ასევე შეძლებენხმამაღლა, გამართულადდაგამომეტყველებითწაუკითხონთანაკლასელებსშერჩეულნაწყვეტნაცნობიტექსტიდან, რომლის დროსაცდაიცენშესაბამისინტონაციასხვადასხვამოდალობისწინადადებისწარმოთქმისდროს; უცნობი არამხატვრული ტექსტიდან მოსწავლეები შეძლებენ მთავარსაკითხებ გამოყოფასა და დასახელებას; დააჯგუფებენინფორმაციასკონკრეტულინიშნით დატექსტისმთლიანიგააზრებისსაფუძველზეგამოიტანენდასკვნა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რა იცით აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ?
თემატური კითხვები

Ø  როგორი  იყოპოეტის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები?
Ø  რა თემას ეხება აკაკის საყმაწვილო მოთხრობები?
შინაარსობრივი კითხვები

Ø  ვინ იყვნენ აკაკის წინაპრები?
Ø  აკაკის რომელ მოთხრობებს გამოყოფდით და რატომ?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
Ø მოსწავლეთა ნამუშევრის შემოწმება;
Ø გამოკითხვა;
Ø ვიცი-მინდა ვიცოდე-რა ვისწავლე;
Ø ვენის დიაგრამა.
Ø   საშინაო დავალება;
Ø   კითხვისასპექტისდავალებებისჟურნალი;
Ø   სქემა.
პროექტის მსვლელობისას
Ø   გამოკითხვა;
Ø   კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი;
Ø   ბლოგის რუბრიკა.
Ø  სამოქმედო გეგმა;
Ø  კონფერენცია;
Ø  თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა.
პროექტის დასრულების შემდეგ
Ø  პროდუქტები;
Ø  პრეზენტაციები;

Ø  კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი;
Ø  გააზრება;
Ø  შეფასება.
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტისდასაწყისშიგამოვიყენეთგამოკითხვა,მოსწავლეებისმიერსასწავლოგეგმისგანმსაზღვრელიკითხვებიდაგანვსაზღვრეთმოსწავლეებისსაბაზისოცოდნა,დავეხმარემათგაეხსენებონათრაიცოდნენაკაკი წერეთლის ბიოგრაფიიდან და ასევე შემოქმედებიდან,ამისათვისგამოვიყენეთ„ვიცი-მინდა ვიცოდე-რა ვისწავლე“ სქემა. ამის შემდეგმოსწავლეებს გაუნაწილდათ დავალებები, პერიოდულადგანვიხილავდით  დავალებებს და მათი ინტერესის  მიხედვით  ვუმატებდით საკითხებს.შეხვედრები მოიცავდა ასევე კლასისთვის მწერლის უცნობინაწარმოებებისშესწავლასადაშესაბამისიგააზრების  პროცესსმასწავლებელი ერთდროულად იყო პროცესის წარმმართველიცა და დამკვირვებელიც. იგი აწარმოებდა მოსწავლეებზე დაკვირვების ჟურნალს.
მოსწავლეებსვთხოვე,შეემუშავებინათსამოქმედოგეგმარომელიცმათგონებრივიიერიშის,დაგეგმვისდაგეგმისგანხორციელებისდროსდაეხმარებოდა.გეგმაგამოვიყენეთმათინამუშევრისსაბოლოოშეფასებისთვისპრეზენტაციებისმომზადებისასმოსწავლეებსასევე,უნდაგამოეყენებინათპროექტისქულობრივიშეფასებისგზამკვლევი.საბოლოოპრეზენტაციებისდასრულებამდეგავმართეთთანაკლასელთაკონფერენციებიუკუკავშირისგაზიარებისთვის.მოსწავლეებსვთხოვეთანაკლასელთაუკუკავშირისფორმაგამოეყენებინათთანაკლასელებისშეფასებისდასაფიქსირებლადესმათპროექტისდახვეწაშიდაეხმარებოდათ.
საბოლოონაშრომების შესაფასებლადგამოვიყენეთპროექტისქულობრივიშეფასებისგზამკვლევიდაშესწორებებიშევიტანეთჯგუფებისთვისდაწერილქულებშიინდივიდუალურიმუშაობისმიხედვითშევაფასეთმოსწავლეთა დასკვნითი კონფერენცია, მათი ნაშრომები: კედლის გაზეთები  და  ბროშურები.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
V კლასის მოსწავლე ფლობს  საინფორმაციო ხასიათის ტექსტის გააზრებისა და გადახარისხებისუნარს; კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევას; ცვლის საკომუნიკაციოუნარ-ჩვევებსდახვეწს კომუნიკაცის ეტიკეტურინორმებისმიხედვით;არის შემოქმედებითითანამშრომლობს (მეწყვილესთანჯგუფისწევრებთან);სტრატეგიებს გააზრებულად იყენებს  სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
სასწავლო პროცედურები
პირველი ნაბიჯი - (10-17 თებერვალი)
სასწავლო პროგრამის მიხედვით Vკლასში ისწავლება ნაწყვეტები აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული მოგონებებ „ჩემი თავგადასავალი“. ნაწარმოების შესწავლის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვამს კითხვას,  რა იციან მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. კითხვები დაესმებათ მწერლის ცხოვრების იმ ეპიზოდებიდან, რომელიც მათ არააქვთ შესწავლილი, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროდანაც. შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ სქემას - „ვიცი-მინდა ვიცოდე-რა ვისწავლე“, საიდანაც გამოირკვევა მათი ინტერესთა სფეროები. შეხვედრის დასასრულს ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული პროექტი როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ დასმულ კითხვებს.
მეორე ნაბიჯი -(20 თებერვალი-10 მარტი)
მომდევნო შეხვედრაზე მოსწავლეებს მათი ინტერესებისა და შესაძლებლობის მიხედვით მიეცემათ დავალებები. დავალების შესასრულებლად უნდა მიუთითოს პედაგოგმა დასამუშავებელი ლიტერატურა და ინტერნეტ გვერდები. სსმ და არაქათულენოვან მოსწავლეებს მიეცესშედარებით ადვილად გასააზრებელი  მასალა. საბოლოო ჯამში მთელი კლასი ჩაერთვება მუშაობაში. მოსწავლეებიდაიწყებენ შეგროვილი მასალის დახარისხებასა და გადამუშავებას. შემდეგ ეტაპზე კლასი უნდა დაიყოს წყვილებად და დაინაწილონ მასწავლებლის დახმარებით მწერლის ცხოვრებიდან მათთვის საინტერესო თემები. მოსწავლეების მიერ დასამუშავებელი სავარაუდო  თემები:
Ø  აკაკის ბავშვობა;
Ø  აკაკის მამა - როსტომ წერეთელი;
Ø  აკაკის დედა - ეკატერინე აბაშიძე-წერეთლისა;
Ø  ძიძასთან სავანეში;
Ø  აკაკი სხვიტორში;
Ø  სასწავლებელში;
Ø  რუსეთში სწავლის წლები;
Ø  ნატალია ბაზილევსკაია;
Ø   სამშობლოში დაბრუნება და სწავლის წლები;
Ø  ნიკო ნიკოლაძე და ანასტასია ნიკოლაძე;
Ø  მოღვაწეობა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისათვის;
Ø  მოღვაწეობა ქართული თეატრის აღორძინებისათვის;
Ø  დიმიტრი ყიფიანი;
Ø  ჭიათურის მანგანეცისა და ტყიბულის ქვანახშირის საბადოები და აკაკი;
Ø  აკაკიწერეთელიდატასომაჩაბელი - იდუმალებითმოცულისიყვარულისისტორია.
სასურველია, პროექტში ჩაერთოს უფროსკლასელები(VIII კლასი), მათთვის საინტერესო მასალის გასაზიარებლად. აღნიშნულ საკითხებზე მოსწავლეებიშექმნიან კედლის გაზეთებს. (თემების არჩევა, კვლავ გადამუშავება გაზეთისთვის, ინტერნეტიდან თემატური სურათების მოძიება და გაზეთის გაფორმება), სახელძღვანელოში მოცემული მასალისა და მოძიებული მასალის მიხედვით მოსწავლეები შექმნიან აკაკი წერეთლის გენეალოგიურ ხეს.
მესამე ნაბიჯი - (13-27 მარტი)
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები  წაიკითხავენ  აკაკი წერეთლის მოთხრობებს:„დათუნა გოცირიძე“, „კუდაბზიკეთი“, „მამალი რას ყივის“, „მესარკე“, „პატრიოტის აღსარება“, „ყვითელი სანთელი“, „ჩემი თავგადასავალი“ (I და II თავები), სხვადასხვა ლექსები. ერთ-ერთ მათგანს („დათუნია წერეთელი“)წაიკითხავენ ერთად, შემდეგგასააზრებელი და საანალიზო კითხვების საშუალებით დააამუშავებენ ტექსტს. ასევე დაამუშავებენ სხვა ნაწარმოებებიც. მოსწავლეები ასევე ნახავენ ქართულ მხატვრულ ფილმს „ბაში-აჩუკს“ (რეჟისორი ლეო ესაკია).
   ლიტერატურის დამუშავებისა და მხატვრული ფილმის ნახვის შემდეგ მასწავლებელი კლასს დაუსვამს კითხვას, თუ რა იყო მწერლის შემოქმედების მთავარი მოტივი?  მოსწავლეები გაიხსენებენ თითოეულ ნაწარმოებს, დაასახელებენ  მთავარ  სათქმელს  და შემდეგ ვენის დიაგრამისა და მსჯელობის საშუალებით კლასი მივა სწორ დასკვნამდე.
მეოთხე ნაბიჯი -(28-30 მარტი)
  მომდევნო შეხვედრაზეისტ-ის კაბინეტში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შექმნიან საინფორმაციო ბროშურას, რომელიც განკუთვნილი იქნება პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუმრებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ბროშურის გარეკანზე უნდა განთავსდეს პოეტის პორტრეტს, აღნიშნოს სკოლა, კლასი, პროექტის სახელწოდება და აკაკის შემოქმედების სიმბოლო - ჩანგი. მომდევნო გვერდებზე პროექტის მიზნები და შინაარსი უნდა მოთავსდეს.
მეუთე ნაბიი - (31მარტი-6 აპრილი)
  პროექტის დასასრულს კლასს ორი დავალება მიეცემა:
1.       პროექტის პრეზენტაციის შეფასების სქემების გაცნობა:
Ø  მოსწავლის შეფასების რუბრიკის გაცნობა და კორექტირება;
Ø  მასწავლებლის შეფასების რუბრიკის გაცნობა.
2.       პროექტის პრეზენტაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
პროექტის შეფასების რუბრიკების გაცნობა-კორექტირება მოსწავლეთათვის საინტერესო და სასარგებლოა, ეს მათ დაეხმარება თავადვე აღკვეთონ საკუთარი შეცდომები. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რადგან პრეზენტაციის დროს ისინი თანმიმდევრულები და მობილიზებულები იქნებიან.
მეექვსე ნაბიი - (7- აპრილი)
  პრეზენტაცია
მეშვიდე ნაბიჯი - (11-აპრილი)
მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე წარდგება აუდიტორიის წინაშე, აუცილებელია გაიმართოს საკლასო სხდომა - ან საღამოს შეკრება, რომელსაც მშობლები და სკოლის თანამშრომლებიც დასწრებიან. შეხვედრაზე უნდა განიხილოს მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილება, მათი პრეზენტაციები და უნდა აღინიშნოს, როგორ მიიღო აუდიტორიამ წარმოდგენილი მოსაზრებები. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დაასრულეთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: რა შესძინა მათ აღნიშნულმა პროექტმა?

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
Ø დავურიგეთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, მაგალითად ბროშურის შაბლონი;
Ø დავურიგეთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის  დამახსოვრებას გაუმარტივებს.
Ø ნება დავრთეთ აირჩიონ საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად;
Ø შევქმენით  “Power Point”-ის პროგრამით დასურათებული, გამარტივებული მწერლის ბიოგრაფია.
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
Ø არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შევარჩიე ილუსტრირებული ტექსტები;
Ø ვმუშაობდით განმარტებითი ლექსიკონებითა  დასათარგმნი პროგრამები;
Ø ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.
ნიჭიერი მოსწავლეები
Ø სასწავლო პროექტებში მონაწილეობისას ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობები დიდია, მათ შეუძლიათ სიძნელის გარეშე დაძლიონ სირთულეები და სიღრმისეულად გაიაზრონ რთული საკითხები, ამიტომასეთ მოსწავლეებს უფრო  სრულად და მრავალფეროვანი დავალებებით დავტვიტთავ.
Ø წავახალისებ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.  
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=8138124766798439203#allposts
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ქართულიენისგანმარტებითილექსიკონი; აკაკი ბაქრაძე „სკოლას“; აკაკი წერეთლის მოთხრობები: „დათუნა გოცირიძე“, „კუდაბზიკეთი“, „მამალი რას ყივის“, „მესარკე“, „პატრიოტის აღსარება“, „ყვითელი სანთელი“, „ჩემი თავგადასავალი“ (I და II თავები).
ინვენტარი/მასალები
ფორმატები, თაბახის თეთრი და ფერადი  ფურცლები, თემატური ფოტო მასალა, კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი.
ინტერნეტრესურსები

ვებმისამართები: „ქართული ფონტები“, „ბურუსი“,Wikipedia“, „geolit.ge“,  „Kids.ge“, „ბიოგრაფიულილექსიკონი“,„YouTube“.

 

სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან.


რეფლექსია სასწავლო პროექტის  განხორციელების  შესახებ

   
    პროექტი  წარიმართა  გეგმის  მიხედვით. მიზნად დასახული მქონდა, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებს  პროექტის ფარგლებში შეესწავლათ  აკაკი წერეთლის  ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეები თანმიმდევრობითა და დიდი ინტერესით  ასრულებდნენ  დავალებებს. ისწავლეს  როგორც ჯგუფური, ასევე წყვილებში მუშაობა. ისინი თავად გახდნენ მკვლევარები, თავად იძიებდნენ სხვადასხვა დეტალებს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რითიც ხდებოდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციის აღმომჩენები. ცოდნის მიღება სხვადასხვა  აქტივობით მოსწავლეებისთვის აღარ იყო დამღლელი და მოსაწყენი. ვფიქრობ მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა.   
     მოსწავლეებმა პროექტის მიმდინარეობისას  გადაამუშავეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, ისინი აქცენტს აკეთებდნენ მათთვის საინტერესო თემატიკაზე, მოამზადეს მოხსენებები კონფერენციისთვის, შექმნეს კედლის გაზეთები, ასევე მასწავლებლის დახმარებით შექმნეს საინფორმაციო ბროშურა, გაეცვნენ მწერლის  მათთვის უცნობ მოთხრობებსა და ლექსებს, ისწავლეს შეფასების რუბრიკების გამოყენება (ურთიერთშეფასება), დაეულნენ პრეზენტაციის  უნარებს. ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელეთ.
     პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს  ვუხსნიდი ყველა საჭირო ქმედების  არსს და მნიშვნელობას. ისინი დიდი ინტერესითა  და სწორი მიდგომით  ასრულებდნენ დავალებებს, მთავაზობდნენ  საკუთარ  მოსაზრებებს, ასევე ვიკვლევდით  მათთვის საინტერესო  საკითხებს. პროექტის მონაწილეებმა  სახალისო აქტივობების დახმარებით ისწავლეს, გაიგეს, ნახეს და დაეუფლნენ  მათთვის  სასიცოცხლო  უნარ-ჩვევებს.  
     პროექტის პრეზენტაციისას  მოსწავლეებმა  წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, შეძლეს საპრეზენტაციო უნარების  გამოვლენა,  დაძლიეს ღელვა  და ბოლოს  კმაყოფილები დარჩნენ. პრეზენტაციის დროს  მოსწავლეები  ერთმანეთს  აფასებდნენ წინასწარ შედგენილი  შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. მათ მცირე  ნაწილს ყურადღება გაეფანტა  და, ვფიქრობ, ერთმანეთი  არაზუსტად შეაფასა. ბოლო შეხვედრაზე, უკუკავშირისას, ეს დადასტურდა კიდეც. მომავალ პროექტებზე მუშაობისას  მოსწავლეთა  ურთიერთშეფასებაზე  უფრო  მეტს ვიმუშავებ.   
       საბოლოოდ  აღვნიშნავ, რომ   გამოიკვეთა  მოსწავლეებისა და  მშობლების  დიდი  ინტერესი  სასწავლო პროექტების  მიმართ.  სწავლა  მათთვის  სხვადასხვა  აქტივობების  გამოყენებით  საინტერესო  აღმოჩნდა. შემაჯამებელ  შეხვედრაზე  კითხვარის  შევსებისას  გამოთქვეს  ახალი  პროექტების  ჩატარების სურვილი.

აკაკი  წერეთლის  უახლოესი  წინაპრები  და  შთამომავლები

დიდი
ბებია-ბაბუები
ბებია-ბაბუები
მშობლები
შვილები
შვილიშვილები
I
II
III
IV
V
გარდაცვალება: 1810

გარდაცვალება: 1942

დაბადება: 21 ივნისი  1840,სხვიტორი
ქორწინება:  ნატალია ბაზილევსკაია(წერეთელი) 
გარდაცვალება: 1810
ქორწინებაანეტა  დადიანი(დადეშქელიანი)
ტიტულიქუთაისის გუბერნატორი
მარიამ ციციშვილი  (წერეთელი)
ქორწინებადავით წერეთელი
დაბადება: 1756ქორწინება:  ქაიხოსრო  პაატას ძე  აბაშიძე
გარდაცვალება: 1827
ქორწინებაეკატერინე (ეკა)ივანეს ასულიაბაშიძე (წერეთელი)
დავით  წერეთელი
ქორწინება:  მარიამ  ციციშვილი(წერეთელი)
იასონ (ილიკოწერეთელი
ანეტა დადიანი                  დადეშქელიანი)
დაბადება: 1872
ქორწინებაჯანსუღ დადეშქელიანი

დამხმარე  რესურსები




https://docs.google.com/presentation/d/1UsAgP_JDybTSde2c7WAP7cgv3nxl2ZB91J3wwCkV0rU/edit#slide=id.p38

დამხმარე  მასალები




პრეზენტაცია















მოსწავლეთა  ნაშრომები

















შეფასების  რუბრიკები









პროექტის  შემაჯამებელი  კითხვარი  და  დასკვნითი  შეხვედრა














მოსწავლეთა  ქების  სიგელებით  დაჯილდოება



Комментариев нет:

Отправить комментарий