вторник, 18 апреля 2017 г.

რეფლექსია

რეფლექსია
   
    პროექტი  წარიმართა  გეგმის  მიხედვით. მიზნად დასახული მქონდა, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებს  პროექტის ფარგლებში შეესწავლათ  აკაკი წერეთლის  ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეები თანმიმდევრობითა და დიდი ინტერესით  ასრულებდნენ  დავალებებს. ისწავლეს  როგორც ჯგუფური, ასევე წყვილებში მუშაობა. ისინი თავად გახდნენ მკვლევარები, თავად იძიებდნენ სხვადასხვა დეტალებს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რითიც ხდებოდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციის აღმომჩენები. ცოდნის მიღება სხვადასხვა  აქტივობით მოსწავლეებისთვის აღარ იყო დამღლელი და მოსაწყენი. ვფიქრობ მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა.   
     მოსწავლეებმა პროექტის მიმდინარეობისას  გადაამუშავეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, ისინი აქცენტს აკეთებდნენ მათთვის საინტერესო თემატიკაზე, მოამზადეს მოხსენებები კონფერენციისთვის, შექმნეს კედლის გაზეთები, ასევე მასწავლებლის დახმარებით შექმნეს საინფორმაციო ბროშურა, გაეცვნენ მწერლის  მათთვის უცნობ მოთხრობებსა და ლექსებს, ისწავლეს შეფასების რუბრიკების გამოყენება (ურთიერთშეფასება), დაეულნენ პრეზენტაციის  უნარებს. ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელეთ.
     პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს  ვუხსნიდი ყველა საჭირო ქმედების  არსს და მნიშვნელობას. ისინი დიდი ინტერესითა  და სწორი მიდგომით  ასრულებდნენ დავალებებს, მთავაზობდნენ  საკუთარ  მოსაზრებებს, ასევე ვიკვლევდით  მათთვის საინტერესო  საკითხებს. პროექტის მონაწილეებმა  სახალისო აქტივობების დახმარებით ისწავლეს, გაიგეს, ნახეს და დაეუფლნენ  მათთვის  სასიცოცხლო  უნარ-ჩვევებს.  
     პროექტის პრეზენტაციისას  მოსწავლეებმა  წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, შეძლეს საპრეზენტაციო უნარების  გამოვლენა,  დაძლიეს ღელვა  და ბოლოს  კმაყოფილები დარჩნენ. პრეზენტაციის დროს  მოსწავლეები  ერთმანეთს  აფასებდნენ წინასწარ შედგენილი  შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. მათ მცირე  ნაწილს ყურადღება გაეფანტა  და, ვფიქრობ, ერთმანეთი  არაზუსტად შეაფასა. ბოლო შეხვედრაზე, უკუკავშირისას, ეს დადასტურდა კიდეც. მომავალ პროექტებზე მუშაობისას  მოსწავლეთა  ურთიერთშეფასებაზე  უფრო  მეტს ვიმუშავებ.   
       საბოლოოდ  აღვნიშნავ, რომ   გამოიკვეთა  მოსწავლეებისა და  მშობლების  დიდი  ინტერესი  სასწავლო პროექტების  მიმართ.  სწავლა  მათთვის  სხვადასხვა  აქტივობების  გამოყენებით  საინტერესო  აღმოჩნდა. შემაჯამებელ  შეხვედრაზე  კითხვარის  შევსებისას  გამოთქვეს  ახალი  პროექტების  ჩატარების სურვილი.
    

Комментариев нет:

Отправить комментарий