პირველი ნაბიჯი - (10-17 თებერვალი)
სასწავლო პროგრამის
მიხედვით Vკლასში ისწავლება ნაწყვეტები აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული მოგონებები „ჩემი თავგადასავალი“. ნაწარმოების შესწავლის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს
დაუსვამს კითხვას, რა იციან მწერლის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. კითხვები დაესმებათ მწერლის ცხოვრების იმ ეპიზოდებიდან,
რომელიც მათ არააქვთ შესწავლილი, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროდანაც.
შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ სქემას - „ვიცი-მინდა ვიცოდე-რა ვისწავლე“, საიდანაც გამოირკვევა მათი ინტერესთა
სფეროები. შეხვედრის დასასრულს ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ მიმდინარე წლის
განმავლობაში შესრულებული პროექტი როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ დასმულ
კითხვებს.
მეორე ნაბიჯი -(20 თებერვალი-10 მარტი)
მომდევნო შეხვედრაზე მოსწავლეებს მათი ინტერესებისა
და შესაძლებლობის მიხედვით მიეცემათ დავალებები. დავალების შესასრულებლად უნდა
მიუთითოს პედაგოგმა დასამუშავებელი ლიტერატურა და ინტერნეტ გვერდები. სსმ და
არაქათულენოვან მოსწავლეებს მიეცესშედარებით ადვილად გასააზრებელი მასალა. საბოლოო ჯამში მთელი კლასი ჩაერთვება
მუშაობაში. მოსწავლეებიდაიწყებენ შეგროვილი მასალის დახარისხებასა და გადამუშავებას.
შემდეგ ეტაპზე კლასი უნდა დაიყოს წყვილებად და დაინაწილონ მასწავლებლის
დახმარებით მწერლის ცხოვრებიდან მათთვის საინტერესო თემები. მოსწავლეების მიერ დასამუშავებელი
სავარაუდო თემები:
Ø აკაკის
ბავშვობა;
Ø აკაკის მამა -
როსტომ წერეთელი;
Ø აკაკის დედა -
ეკატერინე აბაშიძე-წერეთლისა;
Ø ძიძასთან
სავანეში;
Ø აკაკი
სხვიტორში;
Ø სასწავლებელში;
Ø რუსეთში
სწავლის წლები;
Ø ნატალია
ბაზილევსკაია;
Ø სამშობლოში დაბრუნება და სწავლის წლები;
Ø ნიკო ნიკოლაძე
და ანასტასია ნიკოლაძე;
Ø მოღვაწეობა
ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისათვის;
Ø მოღვაწეობა
ქართული თეატრის აღორძინებისათვის;
Ø დიმიტრი
ყიფიანი;
Ø ჭიათურის
მანგანეცისა და ტყიბულის ქვანახშირის საბადოები და აკაკი;
Ø აკაკიწერეთელიდატასომაჩაბელი - იდუმალებითმოცულისიყვარულისისტორია.
სასურველია, პროექტში ჩაერთოს უფროსკლასელები(VIII კლასი), მათთვის
საინტერესო მასალის გასაზიარებლად. აღნიშნულ საკითხებზე მოსწავლეებიშექმნიან
კედლის გაზეთებს. (თემების არჩევა, კვლავ გადამუშავება გაზეთისთვის,
ინტერნეტიდან თემატური სურათების მოძიება და გაზეთის გაფორმება),
სახელძღვანელოში მოცემული მასალისა და მოძიებული მასალის მიხედვით მოსწავლეები
შექმნიან აკაკი წერეთლის გენეალოგიურ ხეს.
მესამე ნაბიჯი - (13-27
მარტი)
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები
წაიკითხავენ აკაკი წერეთლის
მოთხრობებს:„დათუნა გოცირიძე“, „კუდაბზიკეთი“, „მამალი რას ყივის“, „მესარკე“, „პატრიოტის
აღსარება“, „ყვითელი სანთელი“, „ჩემი თავგადასავალი“ (I და II თავები),
სხვადასხვა ლექსები. ერთ-ერთ მათგანს („დათუნია წერეთელი“)წაიკითხავენ ერთად,
შემდეგგასააზრებელი და საანალიზო კითხვების საშუალებით დააამუშავებენ ტექსტს.
ასევე დაამუშავებენ სხვა ნაწარმოებებიც. მოსწავლეები ასევე ნახავენ ქართულ
მხატვრულ ფილმს „ბაში-აჩუკს“ (რეჟისორი ლეო ესაკია).
ლიტერატურის დამუშავებისა და
მხატვრული ფილმის ნახვის შემდეგ მასწავლებელი კლასს დაუსვამს კითხვას, თუ რა იყო
მწერლის შემოქმედების მთავარი მოტივი?
მოსწავლეები გაიხსენებენ თითოეულ ნაწარმოებს, დაასახელებენ მთავარ სათქმელს და შემდეგ ვენის დიაგრამისა და მსჯელობის
საშუალებით კლასი მივა სწორ დასკვნამდე.
მეოთხე ნაბიჯი -(28-30
მარტი)
მომდევნო შეხვედრაზეისტ-ის
კაბინეტში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შექმნიან საინფორმაციო ბროშურას,
რომელიც განკუთვნილი იქნება პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუმრებისა და
ყველა დაინტერესებული პირისთვის. ბროშურის გარეკანზე უნდა განთავსდეს პოეტის
პორტრეტს, აღნიშნოს სკოლა, კლასი, პროექტის სახელწოდება და აკაკის შემოქმედების
სიმბოლო - ჩანგი. მომდევნო გვერდებზე პროექტის მიზნები და შინაარსი უნდა
მოთავსდეს.
მეხუთე ნაბიჯი - (31მარტი-6
აპრილი)
პროექტის დასასრულს კლასს ორი
დავალება მიეცემა:
1.
პროექტის პრეზენტაციის შეფასების სქემების გაცნობა:
Ø მოსწავლის შეფასების რუბრიკის გაცნობა და
კორექტირება;
Ø მასწავლებლის შეფასების რუბრიკის
გაცნობა.
2.
პროექტის პრეზენტაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
პროექტის შეფასების რუბრიკების გაცნობა-კორექტირება მოსწავლეთათვის
საინტერესო და სასარგებლოა, ეს მათ დაეხმარება თავადვე აღკვეთონ საკუთარი
შეცდომები. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის სამოქმედო
გეგმის შემუშავება, რადგან პრეზენტაციის დროს ისინი თანმიმდევრულები და
მობილიზებულები იქნებიან.
მეექვსე ნაბიჯი - (7- აპრილი)
პრეზენტაცია
მეშვიდე ნაბიჯი -
(11-აპრილი)
მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე წარდგება
აუდიტორიის წინაშე, აუცილებელია გაიმართოს საკლასო სხდომა - ან საღამოს შეკრება,
რომელსაც მშობლები და სკოლის თანამშრომლებიც დაესწრებიან.
შეხვედრაზე უნდა განიხილოს მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილება, მათი
პრეზენტაციები და უნდა აღინიშნოს, როგორ მიიღო აუდიტორიამ წარმოდგენილი
მოსაზრებები. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დაასრულეთ მოსწავლეების
ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: რა შესძინა მათ აღნიშნულმა პროექტმა?
|