суббота, 11 октября 2014 г.

მერვე დღე

დღეს საკმაოდ შრომატევადი დღე იყო.ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის დღის მიზანი და ამოცანები, რის შემდეგაც ისაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვაზე პროექტში.   პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ველები,შემდეგ კი გავხსენით ჩვენი პროექტის გეგმა და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა. შემდეგ გავაკეთეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის პრეზენტაციის შაბლონი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეს გავაკეთეთ თვითშეფასების რუბრიკა, ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე, სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, რესურსებში ვნახეთ ნიმუშებუბი, რომლებიც გამოვიყენეთ ჩვენი შეფასების სქემისთვის მიმართულების მიმცემად. მეილზე ავტვირთეთ და გავაგზავნეთ ჩვენი ნამუშევრები, ჩავინიშნეთ საშინაო დავალებები. 

суббота, 4 октября 2014 г.

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს ვისწავლეთ ბლოგის  ფონის შეცვლა,სურათების დადება ბლოგზე, შევავსეთ პროექტის გეგმაში საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს,  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი გამოვაქვეყნე ბლოგზე,ბლოგზე ვისწავლეთ სხვადასხვა გაჯეტების გამოქვეყნება ასევე ვისწავლეთ საქაღალდის დაზიპვა და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა.

gazeTi