воскресенье, 28 сентября 2014 г.

მეხუთე დღე

გავიარეთ მესამე მოდული- ინტერნეტკავშირები
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ვნახეთ პრეზენტაცია-საავტორო უფლებების ქაოსი, გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს, ვისწავლეთ  გუგლის ჩატში მუშაობა,  დოკუმენტის ატვირთვა გუგლის სივრცეში,  პრეზენტაციის გამოქვეყნება გუგლდრაივში...
ძალიან დატვირთული, ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო

რომანტიზმი ევროპულ კულტურაში

"წინანდლის ალბომიდან"

История в лицах - Шамиль и Григол Орбелиани (часть II)

ნიკოლოზ ბარათაშვილი

პოეტები და მუზები 2

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


суббота, 27 сентября 2014 г.

მეოთხე დღე:

დღეს შევისწავლეთ  პროექტის შეფასების    ხუთი  მიზანი, შევისწავლეთ ასევე ამ მიზნის შეფასების რუბრიკა,პროექტის შეფასებისთვის უნდა გამოვიყენეთ როგორც განმავითარებელი ასეცვე განმსაზღვრელი შეფასება. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტისთვის შეფასების დროის ჩარჩო, გავეცანით შეფასების 5 საკვანძო მიზანს. დავიწყეთ პრეზენტაციის გაკეთება ჩვენი პროექტისთვის.

воскресенье, 21 сентября 2014 г.

მესამე დღე:

ტრენინგის მესამე დღე მეტად მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, სიახლეებიდან გამომდინარე.დავადგინეთ პროექტის თემის მიზნები და ამოცანები,რომელიც შევიტანეთ პროექტის გეგმაში.გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომოიის ვარიანტს,ასევე  გავეცანით 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებისათვის საჭირო ლექსიკურ მარაგს.განვიხილეთ გონებრივი იერიშის მიმართულების მიმცემი კითხვები შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი; დავასრულეთ მშობლის ბუკლეტზე მუშაობა;,ვიმსჯელეთ პროექტის თემიდან გამომდინარე ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე,რომლის შესაბამისი აქტივობა განვიხილეთ ჯგუფურად; 

суббота, 20 сентября 2014 г.

მეორე დღე
დავიწყე მუშაობა პროექტზე - "ქართველი რომანტიკოსები და ევროპული რომანტიზმი"
დავიწყე  მომზადება მშობლის ბუკლეტისა;
აგრეთვე ვისწავლეთ  რეფლექსიების და კომენტარების გამოქვეყნება, გავეცანით პროექტის განხორციელების ოთხ მიზანს, პორტფოლიოს რუბრიკას და ა. შ.
მუშაობა საინტერესო და სახალისო ხდება თანდათან.