воскресенье, 12 октября 2014 г.
суббота, 11 октября 2014 г.
მერვე დღე
დღეს საკმაოდ შრომატევადი დღე იყო.ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის დღის მიზანი და ამოცანები, რის შემდეგაც ისაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვაზე პროექტში. პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ველები,შემდეგ კი გავხსენით ჩვენი პროექტის გეგმა და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა. შემდეგ გავაკეთეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის პრეზენტაციის შაბლონი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღეს გავაკეთეთ თვითშეფასების რუბრიკა, ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე, სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, რესურსებში ვნახეთ ნიმუშებუბი, რომლებიც გამოვიყენეთ ჩვენი შეფასების სქემისთვის მიმართულების მიმცემად. მეილზე ავტვირთეთ და გავაგზავნეთ ჩვენი ნამუშევრები, ჩავინიშნეთ საშინაო დავალებები.
суббота, 4 октября 2014 г.
მეექვსე დღე
მეექვსე დღეს ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა,სურათების დადება ბლოგზე, შევავსეთ პროექტის გეგმაში საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი გამოვაქვეყნე ბლოგზე,ბლოგზე ვისწავლეთ სხვადასხვა გაჯეტების გამოქვეყნება ასევე ვისწავლეთ საქაღალდის დაზიპვა და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა.
воскресенье, 28 сентября 2014 г.
მეხუთე დღე
გავიარეთ მესამე მოდული- ინტერნეტკავშირები
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ვნახეთ პრეზენტაცია-საავტორო უფლებების ქაოსი, გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს, ვისწავლეთ გუგლის ჩატში მუშაობა, დოკუმენტის ატვირთვა გუგლის სივრცეში, პრეზენტაციის გამოქვეყნება გუგლდრაივში...
ძალიან დატვირთული, ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო

суббота, 27 сентября 2014 г.
მეოთხე დღე:
დღეს შევისწავლეთ პროექტის შეფასების ხუთი მიზანი, შევისწავლეთ ასევე ამ მიზნის შეფასების რუბრიკა,პროექტის შეფასებისთვის უნდა გამოვიყენეთ როგორც განმავითარებელი ასეცვე განმსაზღვრელი შეფასება. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტისთვის შეფასების დროის ჩარჩო, გავეცანით შეფასების 5 საკვანძო მიზანს. დავიწყეთ პრეზენტაციის გაკეთება ჩვენი პროექტისთვის.
воскресенье, 21 сентября 2014 г.
მესამე დღე:
ტრენინგის მესამე დღე მეტად მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, სიახლეებიდან გამომდინარე.დავადგინეთ პროექტის თემის მიზნები და ამოცანები,რომელიც შევიტანეთ პროექტის გეგმაში.გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომოიის ვარიანტს,ასევე გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისათვის საჭირო ლექსიკურ მარაგს.განვიხილეთ გონებრივი იერიშის მიმართულების მიმცემი კითხვები შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი; დავასრულეთ მშობლის ბუკლეტზე მუშაობა;,ვიმსჯელეთ პროექტის თემიდან გამომდინარე ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე,რომლის შესაბამისი აქტივობა განვიხილეთ ჯგუფურად;
суббота, 20 сентября 2014 г.
მეორე დღე
დავიწყე მუშაობა პროექტზე - "ქართველი რომანტიკოსები და ევროპული რომანტიზმი"
დავიწყე მომზადება მშობლის ბუკლეტისა;
აგრეთვე ვისწავლეთ რეფლექსიების და კომენტარების გამოქვეყნება, გავეცანით პროექტის განხორციელების ოთხ მიზანს, პორტფოლიოს რუბრიკას და ა. შ.
მუშაობა საინტერესო და სახალისო ხდება თანდათან.

Подписаться на:
Комментарии (Atom)